„მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვექნება ძალიან კარგი შედეგი, იმიტომ რომ გვყვავს მართლაც უალტერნატივო კანდიდატი...“

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვექნება ძალიან კარგი შედეგი, იმიტომ რომ გვყვავს მართლაც უალტერნატივო კანდიდატი...“

„ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ ზუგდიდის მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

„პირველ რიგში, ჩვენ აქ ვართ გეგა შენგელიას საარჩევნო კამპანიის მხარდასაჭერად. ზუგდიდს ყავს ძალიან კარგი კანდიდატი, რომელიც ასევე ძალიან დადებითადაა მიღებული ზუგდიდში და მთელს მუნიციპალიტეტში საზოგადოების მხრიდან, იმ ხალხის მხრიდან, რომელმაც 19 მაისს უნდა გააკეთოს არჩევანი.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვექნება ძალიან კარგი შედეგი, იმიტომ რომ გვყვავს მართლაც უალტერნატივო კანდიდატი... ჩვენი ინტერესი არის მხოლოდ ერთი, ჩვენი ინტერესი არის ის, რომ ყველას ქონდეს თავისი არჩევანის თავისუფლად მშვიდობიანად გამოხატვის შესაძლებლობა 19 მაისს.

რა თქმა უნდა იქნებიან ადამიანები ვისაც ექნება განსხვავებული პოზიციები კანდიდატებთან დაკავშირებით, ამისთისაც ტარდება არჩევნები. ჩვენ დარწმუნებული ვართ ჩვენ შედეგებში და ჩვენი სურვილი არის ის რომ ყველას ქონდეს თავისუფლად არჩევნებზე პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობა, ამისთვის გაკეთდება ყველაფერი, ასე რომ ჩვენი ინტერესი, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ არის სტაბილური, მშვიდობიანი გარემოს შენარჩუნება.

ის ძალა, რომელიც ასე ვთქვათ მანიპულაციებით და პროვოკაციებით ცდილობს, რომ წარმოაჩინოს სხვაგვარი სურათი და შექმნას დაძაბულობის კერები, ალბათ არ არის თავის ძალებში და შედეგებში დარწმუნებული და მიაჩნია, რომ ეს არის ერთადერთი გზა მისი კანდიდატის თუ პარტიის წარმატების. მე ვფიქრობ რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ჩვენი აქაური საზოგადოება, მოსახლეობა საკმაოდ გათვიცნობიერებულია, გარკვეულია აი ამ ტექნიკაში, რომელსაც პარტიები იყენებენ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვექნება ძალიან კარგი შედეგი".