ირაკლი ალასანია ახალი სამხედრო დოქტრინის შექმნას გეგმავს. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ,,იზვესტიასთვის" მიცემულ ინტერვიუში საუბრობს. ალასანია ამბობს, რომ დამოუკიდებელ ექსპერტებთან ერთად გეგმავს ყველა სამხედრო წარუმატებლობის გაანალიზებას. "რატომ აღმოჩნდა საქართველო ასეთი დაუცველი, როცა ასეთი კოლოსალური სამხედრო ხარჯები აქვს? ამ ანალიზის გათვალისწინებით, ჩვენ ვგეგმავთ ახალი სამხედრო დოქტრინის შემუშავებას", - აცხადებს ირაკლი ალასანია. კოალიციის ერთერთი ლიდერის განცხადებით ქართული ქვედანაყოფები ავღანეთში დარჩებიან, ვიდრე ნატო იქ თავის მისიას ასრულებს.