გიორგი  შენგელია: „ჩვენი ოპონენტების მოქმედებები უკვე, მე მგონი ისტერიაში გადაიზარდა.

გიორგი შენგელია: „ჩვენი ოპონენტების მოქმედებები უკვე, მე მგონი ისტერიაში გადაიზარდა.

ზუგდიდის მერობის კანდიდატი გეგა შენგელია ოპონენტებზე შემდეგი სახის კომენტარს აკეთებს:

 „ჩვენი ოპონენტების მოქმედებები უკვე, მე მგონი ისტერიაში გადაიზარდა. ისინი ძალიან არაპროგნოზირებად და კომფრონტაციულ მეთოდებს მიმართავენ, მუდმივად აპელირებენ ისეთ ფაქტებზე, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა და ამით ცდილობენ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, რათა მიაღწიონ თავიანთ საწადელს და შეუქმნან საზოგადოებას იმის განცდა, თითქოს ზუგდიდში ძალიან მძიმე ვითარებაა. ზუგდიდში არის ძალიან მშვიდი ვითარება. მე დავდივარ კარდაკარ მოსახლეობას ვხვდები. მათათ აქვთ მშვენიერი განწყობა, მშვიდი განწყობა და სწორედ ეს არ აწყობთ ჩვენ ოპონენტებს, რადგან მათ იციან, რომ ამ არჩევნებს პირწმინდად აგებენ ამიტომ ცდილობენ აქცენტი გადაიტანონ ისეთ ფაქტებზე და ისეთ ინტრიგებზე როგორსაც მიჩვეულები არიან".