ქართველი ემიგრანტი :

ქართველი ემიგრანტი : "ევროვიზიაზე" ემიგრანტები მოგვატყუეს, ჩვენი ხმები დაბლოკეს"

ქართველი ემიგრანტის  ნინო მაზმიშვილის განცხადებით, "ევროვიზიისთვის" ქართველი ემიგრანტები მოატყუეს. როგორც ის ამბობს, კონკურსზე მათ ტელეფონის ოპერატორი და ნომრები შეაცვლევინეს, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს ოპერატორი რეგისტრირებული არ იყო.

„ისრაელში ძალიან ბინძური რამ მოხდა. "ევროვიზიისთვის" ემიგრანტებს მოგვატყუეს. ტელეფონის ოპერატორი და ნომრები შეგვაცვლევინეს და გვითხრეს, რომ ხმის მიცემა მხოლოდ ერთი ოპერატორიდან იყო შესაძლებელი. 160 ბარათი ვითომ გვაჩუქეს. ჩავრიცხეთ 40 შეკელი, ანუ თითო ბარათზე დაახლოებით, 11$. სულ 3200 sms შევიძინეთ და მხოლოდ ხმის მიცემის მომენტში გაირკვა, რომ ეს ოპერატორი ევროვიზიაზე მოქმედი არ იყო, ანუ 7070 დაიბლოკა. ეს იყო შეგნებულად გაკეთებული. ეს ზუსტად იმ აქტივობისა და მხარდაჭერის გამო იყო, რასაც ოთოს მიმართ გამოვხატავდით",– ყვება ნინო მაზმიშვილი.