დაღუპული ჯარისკაცი(VIDEO)

დაღუპული ჯარისკაცი(VIDEO)

ავღანეთის სამშვიდობო მისიისას დაღუპული ქართველი ჯარისკაცი საქართველოში დღეს გამთენიისას ჩამოასვენეს. მას სამხედრო პატივი მიაგეს. როგორც წინა 17 შემთხვევა, აბაშიძის გადმოსვენება მედიისთვის დახურული იყო. კაპრალი მინდია აბაშიძე 1989 წლის 27 ოქტომბერს დაიბადა. შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში 2010 - 2011 წლებშიც მონაწილეობდა.