ზუგდიდში ოპოზიციის დეპუტატებს საკრებულოში შესვლის უფლებას არ აძლევენ

ზუგდიდში ოპოზიციის დეპუტატებს საკრებულოში შესვლის უფლებას არ აძლევენ

ზუგდიდში ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მათი მხარდამჭერები ამ წუთებში საკრებულოს შენობაში შესვლას ცდილობენ, თუმცა პოლიცია მათ ამის საშუალებას არ აძლევთ.

ოპოზიცია მოითხოვს საგანგებო სხდომის ჩანიშვნას, სადაც დეპუტატ გია დანელიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებენ და მისთვის უფლებამოსილების შეჩერებაზე იმსჯელებენ.