ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში კონსულტაციები დღესაც განახლდება. სავარაუდოდ კვირის ბოლოს ყველა მინისტრობის კანდიდატის ვინაობა გახდება ცნობილი. გუშინდელი კონსულტაციების შემდეგ სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ რამდენიმე კანდიდატზე შეჯერდნენ, თუმცა სახელებს ბიძინა ივანიშვილი თავად დაასახელებს. ბიზნესცენტრში ამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდიც იმყოფებოდა, თუმცა ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა.