„გარანტიას ვერავის მივცემთ, რომ 2013 წლის 17 მაისის მოვლენები არ განმეორდება“

„გარანტიას ვერავის მივცემთ, რომ 2013 წლის 17 მაისის მოვლენები არ განმეორდება“

"ჩვენ გარანტიას ვერავის მივცემთ, რომ 2013 წლის 17 მაისის მოვლენები არ განმეორდება" - ამის შესახებ საპატრიარქოში გამართული პრესკონფერენციის შემდეგ მამა მიქაელ ბოტკოველმა განაცხდა.

მისი განცხადებით, საპატრიარქო იმედოვნებს, რომ 17 მაისს არანაირი დაპირისპირება არ მოხდება.

„ძალიან გთხოვთ, რომ ამ კონკრეტულ ცალკეულ შემთხვევას, რომელიც 2013 წელს მოხდა ნუ განაზოგადებთ და ამის გამო ნუ შექმნით მოსალოდნელ შიშებს. შეიძლება რაიმე გაუგებრობა მოხდეს, ჩვენ ასეთი გარანტიების მოცემა არ შეგვიძლია.

ეკლესიის ოფიციალური პოზიცია არის ის, რომ ჩვენ ვატარებთ მშვიდობიან მსვლელობას. დანარჩენი სახელმწიფო იზრუნებს ამ წესრიგის დამყარებაზე" - განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი 17 მაისს ოჯახის სიწმინდის და სიმტკიცის დაცვის დღეს აღნიშნავს.

ასევე 17 მაისს ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეც აღინიშნება.