ხალხმა, ფსიქოლოგიურად ჩასვა ივანიშვილი თავისი ამალით მატარებელში, რომელიც მიდის ხელისუფლებიდან

ხალხმა, ფსიქოლოგიურად ჩასვა ივანიშვილი თავისი ამალით მატარებელში, რომელიც მიდის ხელისუფლებიდან

ჭიათურას სჭირდება მომავალი, მომავალზე ორიენტირებული მერი, რომელსაც აქვს ხედვა და იცის როგორ უნდა მოხდეს ეკონომიკის დივერსიფიცირება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა. გიგი უგულავას განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, ჭიათურაში გაიმარჯვოს დამოუკიდებელმა კანდიდატმა დავით ჭუმბურიძემ, რომელსაც „ევროპული საქართველო“ და სხვა ოპოზიციური პარტიები უჭერენ მხარს.

„მნიშვნელოვანია, რომ ახალი ხედვა და ახალი სიცოცხლე გაჩნდეს აქ, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ ჭიათურა ჭაობად აქცია. შეუძლებელია ასეთი რეტროგადული, წარსულზე ორიენტირებული, წარსულის რაღაც მითებზე დაფუძნებული მმართველობა, რასაც გვთავაზობს „ქართული ოცნება“. ჭიათურას სჭირდება მომავალი, მომავალზე ორიენტირებული მერი, რომელსაც აქვს ხედვა, იცის როგორ უნდა მოხდეს ეკონომიკის დივერსიფიცირება, რომ ადამიანებმა ფული იშოვონ სხვადასხვა სექტორიდან და არ იყვნენ მხოლოდ მანგანეცზე დამოკიდებული. ამიტომ დავით ჭუმბურიძის გამარჯვება მართლა რეალურად იქნება შემობრუნება , აქ იმერეთშიც და მთლიანად საქართველოში. ზოგადად „ქართული ოცნების“ ვადა უკვე ამოწურულია, ხალხი ამას უკვე გრძნობს, ხალხმა უკვე ფსიქოლოგიურად ჩასვა ივანიშვილი თავისი ამალით მატარებელში, რომელიც მიდის ხელისუფლებიდან. ახლა მთავარია ეს არჩევნებზე გაფორმდეს”, - განაცხადა გიგი უგულავამ.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერები: გიგი უგულავა და სერგი კაპანაძე ჭიათურაში, სოფელ ზოდში ჭიათურის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატთან, დავით ჭუმბურიძესთან ერთად წინასაარჩევნო შეხვედრაზე იმყოფებოდნენ.

amo გიგი შენი საქმე არის ტლიკინი. უმაღლესი დონის დემაგოგი ხარ. ხალხმა ეს ნშვენივრად გაითავისა, აბა შეხედე მათ სახეებს?
6 წლის უკან
სოციალისტი ბატონო გიგი შუბლის ძარღვის ამბავში როგორა ხართ?! არ გაგიგონია ასთი რამე, პირველად გესმით?! ვაა...?!
6 წლის უკან