დღეს სვეტიცხოვლობაა. დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიურგიას აღავლენს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მოციქულთა სწორის მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას, წმინდა სიდონიასა და აბიათარის ხსენების დრესაც აღნიშნავს. გადმოცემის თანახმად, უფლის ჯვარცმის შემდეგ მისი კვართი წილად მცხეთაში მცხოვრებ ებრაელებს _ ელიოზსა და ლონგინოზს ერგოთ, რომლებმაც სიწმინდე მცხეთაში ჩამოაბრძანეს. ელიოზის დამ, სიდონიამ კი უფლის კვართი გულში ჩაიკრა და სული განუტევა. იგი სიწმინდესთან ერთად დაკრძალეს. სიდონიას საფლავზე კი კვიპაროსის ხე ამოვიდა.