აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ექსპრეზიდენტ მიხელ სააკაშვილს პასუხობს. თორნიკე რიჟვაძე სააკაშვილის შეფასებებს, ხულოში არსებულ გალერეასთან დაკავშირებით, სამარცხვინოს უწოდებს.
“ეს არის მართლა ფარჩაკი, რომელმაც… ჯერ იყო და ქიქავამ აჭარლებს მოგვაყენა ყველას შეურაცხყოფა და ახლა გამოვიდა ეს მართლა შარლატანების ბელადი და აცხადებს, რომ ხულოში კულტურას და ზოგადად სამხატვრო გალერეას არაფერი ესაქმება. თუმცა ჩვენ მალე, დარწმუნებული ვარ, გავცემთ ადეკვატურ პასუხს 19 რიცხვში და ზოგადად”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
მიხეილ სააკაშვილმა ხულოს მაჟორიტარ დეპუტატს ანზორ ბოლქვაძეს, რომელიც ორჯერ “ნაციონალური მოძრაობის” სახელით იყო არჩეული პარლამენტში, დეგრადირებული უწოდა. სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბოლქვაძის ცოლი ხულოს სამხატვრო გალერეის თანამშრომელია და გაოცება გამოხატა, ხულოში გალერეის არსებობაზე.
“კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხულოს სამხატვრო გალერეა, ფსიქიატრიულები რომ გაუქმდა საქართველოში ვიცი, მაგრამ ხულოს სამხატვრო გალერეა რა არის ხალხო?! სამხატვრო გალერეა და ხულო, რა კავშირშია ერთმანეთთან”, – განაცხადა სააკაშვილმა.
imedinews.ge