„ვშიშობ, ტერორიზმის ბრალდების „გაპუსტიაკება“ არ მოხდეს, როგორც ეს მოხდა სააკაშვილის დროს გამოვლენილი „ჯაშუშების“ შემთხვევაში.

„ვშიშობ, ტერორიზმის ბრალდების „გაპუსტიაკება“ არ მოხდეს, როგორც ეს მოხდა სააკაშვილის დროს გამოვლენილი „ჯაშუშების“ შემთხვევაში.

მალხაზ მაჩალიკაშვილი 7 საათის განმავლობაში სუსში გამოკითხვაზე მოწმის სტატუსით იმყოფებოდა. მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. საქმეში არსებობს გადაადგილების მარშრუტი, თუმცა ეს ტერორისტული აქტის მომზადების ბრალდებისთვის საკმარისი მტკიცებულება არ არის, რადგან არ ფიგურირებს იარაღი, რომლითაც მაჩალიკაშვილი ტერორისტულ აქტს გეგმავდა. მალხაზ მაჩალიკაშვილს ექსპერტიზისთვის ხმის ნიმუში აუღეს, რასაც ის დასთანხმდა. ჩანაწერის ავთენტურობასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

შემდგომი ეტაპია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პროკურატურა. შვილმკვდარი მამა აგრძელებს აქციებს პარლამენტის შენობის წინ და მოითხოვს ვაჟის მკვლელების დასჯას. მისი მოთხოვნაა, სახელმწიფომ აღიაროს შეცდომა, რომ თემირლანი უდანაშაულოდ მოკლეს.

ქართული საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ სუს-ში სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, როცა შვილმკვდარი მამა გამოუშვეს. ახლა მთავარი გასარკვევი ის არის, რამდენად ჯდება მალხაზ მაჩალიკაშვილის პერსონა ტერორისტის განმარტებაში, მით უმეტეს, რომ ის არ ჰგავს ცივსისხლიან ტერორისტებს.

ამ ყველაფრის შესახებ For.ge-ს ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ესაუბრა.

მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკითხვას პანკისელთა სახალხო კრება უძღოდა, ასევე, საზღვარგარეთ მცხოვრებმა პანკისელმა ემიგრანტებმა სოლიდრობა გამოუცხადეს შვილმკვდარ მამას. პანკისელების აზრით, თუკი მაჩალიკაშვილი შურისძიებაზე ფიქრობს და მისი ემოციური მდგომარეობა კრიტიკულად მაღალია, ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა და ამას ტერორიზმთან არანაირი კავშირი არ აქვს. თქვენი აზრით, თუ ამ ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურდება, ეს უფრო კავკასიური ვენდეტაა-შურისძიება (რაც ასევე მიუღებელია), თუ ბევრად უფრო მძიმე ბრალდება-კლასიკური ტერორისტული აქტის ჩანაფიქრი?

- ვენდეტა გასაგებია, მაგრამ ვენდეტაც სისხლის სამართლის დანაშაულია. რაც შეეხება ტერორისტულ ქმედებებს, აქაც არის რამდენიმე აქტი, მათ შორისაა, აფეთქება, მკვლელობა, გატაცება, ცეცხლის წაკიდება, დივერსია. ტერორიზმს გააჩნია ისეთი ნიუანსი, რომელიც მას სხვა ქმედებისგან განასხვავებს, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა, რომელიც მიმართულია სამოქალაქო პირების მიმართ. ეს გახლავთ ტერორიზმის ზუსტი დეფინიცია. რამდენად შეიძლება ტერაქტის ქმედებაში გავიდეს მაჩალიკაშვილის საქციელი, ეს ცოტა ბუნდოვანია, რადგან ჩვენი კანონი ტერორიზმის შესახებ, ანუ ტერორიზმის დეფინიცია დასახვეწია, გამოკვეთილი არ არის. ამიტომ ტერორიზმი და სისხლის სამართლის კლასიკური როგორც აღვნიშნე, რეალურად კლასიკური კუთხით ტერორიზმის განმასხვავებელი ნიშანი ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა, რომელიც მიმართულია მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და ითვალისწინებს შიშის, პანიკის დათესვას საზოგადოებაში, ასევე, გამიზნულია სახელმწიფოს წინააღმდეგ შანტაჟისთვის. მე, როგორც ტერორიზმის დარგის სპეციალისტი, ასეთნაირად განვსაზღვრავ ტერორისტული ქმედების არსს-პირველ რიგში, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა. ამიტომ გააჩნია, ვინ ახორციელებს ამ ქმედებას, რამდენად შეესაბამება ეს ტერორიზმის დეფინიციას.

საქართველოში ბევრი ფიქრობს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი ნომერ პირველი ტერორისტის-ბინ ლადენის ტიპაჟი არ არის. ის არ ჰგავს სხვა ტერორისტებსაც.

- ცხადია, ის განსხვავდება ბათირაშვილისა და კიდევ სხვებისგან, რომლებიც ტერორისტული ორგანიზაციის წევრები იყვნენ. მაგალითად, ჩატაევი დაიშის - ისლამური სახალიფოს სპეცსამსახურის ხელმძღვანელი იყო. მალხაზ მაჩალიკაშვილი მათგან უნდა გავმიჯნოთ. არ შეიძლება, ყველას ტერორისტის იარლიყი ადვილად მიეკეროს. ტერორიზმი ძალზე სპეციფიკური, სენსიტიური თემაა.

სხვათა შორის, პანკისელები განსაკუთრებულად მძიმედ რეაგირებენ იმაზე, როცა მავანთა მხრიდან უდანაშაულობის პრეზუმპცია ირღვევა და გარდაცვლილი თემირლანი ტერორისტად ცხადდება.

- მე მიკვირს ერთი რამ, სახელმწიფოს, ასევე, საგამოძიებო სტრუქტურის წარმომადგენლებს, რომლებიც ტერორიზმის მიმართულებით მუშაობენ, ოფიციალურად თემირლანის მიმართ არ აქვთ წაყენებული ბრალი არათუ ტერორისტული აქტის მომზადებაში, ორგანიზებაში, არამედ მის მხარდაჭერაში. მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე არ არის აღძრული, უბრალოდ, აღძრულია საქმე მის დაღუპვასთნ დაკავშირებით. თუ ადამიანს არ წაუყენებ ბრალდებას და არ მოახდენ ამ ბრალის გამყარებას შესაბამისი საკანონმდებლო აქტების მიხედვით, განა შეიძლება ვინმე გამოაცხადო ტერორისტად? ეს რთული ტენდენციაა. კარგით, ჯაშუშობას უკვე ყავლი გაუვიდა და ნამდვილი გრუ-სა და ფსბ-ს ჯაშუშები რომც დაიჭირონ საქართველოში, მათ ჯაშუშობას აღარავინ დაიჯერებს, რადგან სააკაშვილმა იმდენი „ჯაშუში“ დაიჭირა, რომ ნამდვილ ჯაშუშზეც რეაქცია არავის ექნება. ამის აღსანიშნად რუსული ძალიან ცუდი სიტყვაა-„გაპუსტიაკება“, ანუ გაუფასურება, ასეთ დონეზე არ უნდა მივიდეთ და ყავლი არ უნდა გაუვიდეს ტერორიზმსაც, ეს სახელმწიფოებრიობის შერყევას შეუწყობს ხელს. მე მეშინია, ტერორიზმის ბრალდება არ გახდეს ანალოგიური ტიპის ბრალდება.

ჩვენი სახელმწიფოსთვის შედარებით უკეთესი გამოსავალი ამ სიტუაციიდან რომელია?

- ნამდვილად ვერ ვიტყვი, რა არის უკეთესი გამოსავალი. ჯერ უნდა დადგინდეს აუდიოჩანაწერი ავთენტურია თუ არა. თუ დადგინდა, რომ ეს სიმართლეს შეესაბამება, მე ვერ ვიტყვი, რომ აქ იგეგმებოდა ტერორისტული აქტი. შესაძლოა, სტილის მიხედვით, ეს ძალიან ჰგავდეს ტერორისტულ აქტს, მაგრამ რამდენად ჯდება თვითონ ტერორიზმის კონცეფციასა და პოლიტიკურ არსში, ეს კიდევ საკითხავია. იური ვაზაგაშვილის მკვლელობა ეს იყო კლასიკური ტერორისტული აქტი, რადგან ამ ადამიანზე განხორციელდა პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა. ამ საქმეზე დაკავებულია პოლიციელი ირაკლი ფირცხალავა, აქ იკვეთებოდა პოლიტიკური ნიშანი, რათა არ მომხდარიყო იმ საქმეთა გამოძიება, სადაც ფირცხალავა და სხვები იყვნენ ჩართულნი პოლიტიკური ტერორის კუთხით. ამას გარდა, ვაზაგაშვილის მკვლელობით მოხდა საზოგადოების დაშინება, პანიკაში ჩაგდება, რომ სააკაშვილის პერიოდის ჩინოვნიკებს კვლავაც შეეძლოთ ტერორისტული აქტის ჩადენა. მიკვირს, ამ ტერორისტული აქტის აღმსრულებლებს რატომ არ მიუყენეს ტერორისტული მუხლი.

შესაძლოა, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებაც ტერორისტული აქტის კლასიფიკაციას იძლეოდეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს აქტი ნაძირალა თარგამაძეს შეეხო. რაც შეეხება მაჩალიკაშვილს, აქ პოლიტიკური მოტივაცია არ ჩანს, რომ ხალხი პანიკაში ჩაეგდო. თუმცა, ეს შეიძლება ყოფილიყო სისხლის სამართლის დანაშაული, მკვლელობის ორგანიზება. სახელმწიფო ამ საკითხს ფრთხილად უნდა მიუდგეს, რადგან დანაშაულის ნიშნები მარტო აუდიოჩანაწერით არ გამოიკვეთება, ეს შეიძლება გამოიკვეთოს კიდევ სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით. არ ვიცი, რა მტკიცებულებები შეიძლება ჰქონდეს მოპოვებული სუს-ს.

საქართველოში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი ამბობს, რომ ჯერ შეისწავლონ ვაინახთა მენტალიტეტი, ქისტების სამართლის კოდექსი და ამის შემდეგ დასდონ ამ ადამიანს ბრალი ტერორიზმში. რაიმეს შეცვლის ამ ყველაფრის შესწავლა?

- ქართველებშიც არის სისხლის აღების წესი და ვაინახებშიც. თუმცა თითოეულ ცივილიზებულ სახელმწიფოში სისხლის აღების წესი დასჯადია. ჩვენ თუ გვინდა ცივილიზებულ სახელმწიფოში ვიცხოვროთ, უნდა შევეგუოთ იმ კანონების დაცვას, რომლებიც მიღებულია ამ საზოგადოებაში. მე თვითონ კავკასიოლოგი ვარ, ბოლოს და ბოლოს, ედუარდ შევარდნაძის მრჩეველი გახლდით კავკასიური უსაფრთხოების საკითხებში, ამიტომ კარგად მესმის მეორე მხარის პოზიციაც. როდესაც სახელმწიფო დუმს და თავისივე დანაშაულს, სულ მცირე, არ აღიარებს, ჯიუტად კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას, პროცესებიც რთულდება. მე რომ ვიყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, გამოვიდოდი და ბოდიშს მოვიხდიდი მალხაზ მაჩალიკაშვილის ოჯახის წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამო, რომელიც მოხდა იმ სპეცოპერაციის დროს, რასაც მისი ვაჟი შეეწირა.

თემირლანი არის თუ არა დამნაშავე, ჯერ დადონ მტკიცებულება, წაუყენონ ბრალი, მაგრამ რომ შედიხარ მის სახლში, ყოველგვარი საფუძვლისა და ორდერის გარეშე და ოჯახის წევრთა თვალწინ უკლავ მარჩენალს, ერთადერთ შვილს, ამის ატანა ძალიან ძნელია. კავკასიური ადათის მიხედვით, მარჩენლად და გვარის გამგრძელებლად ითვლება მამაკაცი, ამ დროს ამ მარჩენალს უკლავ სასტიკი ფორმით, ასეთ დროს სახელმწიფო თვითონ გამოდის ტერორისტი. სახელმწიფო ტერორიზმის ცნება არავის გაუუქმებია. საერთოდ, სახელმწიფოს ჩართულობა ტერორიზმში არის სამი სახის, პირველი, ეს არის სახელმწიფო ტერორი, მეორე, ეს არის სახელმწიფო ტერორიზმის მხარდაჭერა და მესამე, სახელმწიფო ტერორიზმის სპონსორობა. სახელმწიფო ტერორია, როცა სახელმწიფო თვითონვე ახორციელებს პოლიტიკურ ტერორს და პოლიტიკურად მოტივირებულ ძალადობას. ეს ჩვენ გავიარეთ 1937 წელს, სტალინის პერიოდში, ასევე, სააკაშვილის 2005-2012 წლის პერიოდში. საბედნიეროდ, დღევანდელი ხელისუფლება, როგორც ჩანს, ითვალისწინებს იმ ნიუანსებს, რომ მაჩალიკაშვილების ტრაგედიას მორალის თვალსაზრისითაც უნდა შეხედონ და არა მარტო სამართლებრივი კუთხით.

trampi რა უნდოდათ ამ საიტისგან....... რად ჩაკლეს?
კაცი რასაც თავის თავს უზამს, ქვეყანა რომ მიადგეს იმდენს ვერ უზამსო.
.ასე დაემართათ ამ საიტის პატრონებს
ადრე მეგობრები მეგობრულ რჩევას აძლევდნენ და ესენიც ურევდნენ ხოლმე საქმეს .... ეხლა კი ნაღდად
,,ვაი.... ჭკუისაგან,, დაემართათ ყველაფერი
4 წლის უკან
trampi მოკლედ მაგარი ,,მოდერნი,, (ფოკუსი) მაგარი ,,მოდერნი,, ჩაუტარეს ამ საიტს ...ვერაფერს იტყვის კაცი.....
4 წლის უკან
Serapina trampi: of course!
4 წლის უკან