მსოფლიო თვალს ადევნებს მთავარ მუსიკალურ კონკურსს "ევროვიზიას", რომელსაც, სამწუხაროდ, ქართველი მომღერალი ოთო ნემსაძე პირველივე კონცერტზე გამოეთიშა.
ოთოს გარშემო ვნებათაღელვა არ წყდება, საზოგადოების უმეტესობა თვლის, რომ მან კონკურსზე ისეთი სიმღერა შეასრულა, რომელიც "ევროვიზიას" არ შეესაბამებოდა.
ოთოს შესახებ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირეს ცნობილმა ადამიანებმაც, მათ შორის სოფია ნიჟარაძემ, რომელიც დიდი ხანია, საჯაროდ არც სოც-ქსელში გამოჩენილა და არც ტელეეთერში.
"სიმღერა შეიძლება არ მოგწონდეს, არც კონცეფცია, თავის დადგმიანად, ან მოგწონდეს, მაგრამ ოთო ძლიერი მომღერალია და ის, რომ კარგად შეასრულა და ემოცია დადო, ეს უნდა ითქვას. მერე რა, რომ ფინალში ვერ მოხვდა? ევროვიზიის ისტორიაში ბევრი ძლიერი მომღერალი მახსოვს, ასევე საკმაოდ კარგი სიმღერებითაც და ვერ გასულან ფინალში, ან პირიქით, თუნდაც დღეს, ყველა სიმღერა, რომელიც გავიდა, იმსახურებდა ათეულს? ჩემი აზრით, არა".
შეგახსენებთ, რომ სოფო ნიჟარაძე "ევროვიზიის" მონაწილე გახლავთ. ის ამ კონკურსის ფინალში მეცხრე ადგილზე გავიდა. ჯერჯერობით ეს პოზიცია საუკეთესოა, რაც საქართველოს წარგზავნილს ამ კონკურსზე დაუმსახურებია.