ნაცუ ბაშოს მეოთხე საშეჯიბრო დღე ტოჩინოშინისთვის კვლავ წარმატებული აღმოჩნდა. ქართველმა სუმოისტმა ამჯერად მესამე მაეგაშირა ტამავაში დაამარცხა.
ლევან გორგაძის შემდეგი მეტოქე აღმოსავლეთის პირველი მაეგაშირა ჰოკუტოფუჯი იქნება. ტოჩინოშინს კიდევ 6 გამარჯვება სჭირდება, რათა ოძეკის ტიტული დაიბრუნოს.
დღესვე გამარჯვება მოიპოვა გაგამარუმაც, რომლის ბალანსზეც 3 გამარჯვება და ერთი მარცხია.