"ახალ პარტიულ სიასთან დაკავშირებით საუბარი ნაადარევია, რადგან არჩევნებამდე წელიწადნახევარია დარჩენილი და ჩვენ ვმუშაობთ იმ რეფორმების განხორციელებაზე, რომლებიც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშავნელოვანია. ამიტომ მსჯელობა ან რაიმე დიალოგი პარტიაში სიასთან დაკავშირებით არ ყოფილა“, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლსეობის წევრი აკაკი ზოიძე გავრცლებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ „ოცნებაში“ ახალი პარტიული სიის შედგენა შეიძლება ღარიბაშვილს ან კალაძეს დაევალოს.
„ამ ინფორმაციას ნამდვილად არ ვადასტურებ, რადგან პარტიის შიგნით ახალ სიაზე საუბარი ან რაიმე დიალოგი არ ყოფილა, მითუმეტეს ვის დაევალება სიის შედგენა. არჩევნებამდე წელიწადნახევარია დარჩენილი და ჩვენი ძალისხმევა ძირითადა მიმართულია იმ რეფორმების განსახორციელებლად, რომლებიც ქვეყნსითვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია - ჯანდაცვის, განათლების და სხვა მრავალი.
"ძირითადად ამ თემებზე ხდება ფოკუისრება და არა პარტიულ სიაზე. მაგრამ დღეს რატომღაც პარტიის შიდა სამზარეულო პროპორციულად დიდ მნიშვნელობას იძენს. პარტიაში ყოველთვის მიდის განახლება და ახალი კადრების შერჩევა, რაც ბუნებრივი პროცესია პოლიტიკურ პარტიისთვის. პოლიტიკოსთა სიები არის საშუალება საქმის კეთების. საქმის კეთების პოლიტიკური ნება "ოცნებაში" არის. საზოგადოება თავის ნებას მომავალ არჩევნებზე გამოხატავს", - განაცხდა "რეზონანსთან" აკაკი ზოიძემ.