ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძის მიერ, 17 მაისთან დაკავშირებთ გამოთქმულ პოზიციას ეხმიანება:
“პრობლემა ის კი არ არის, რომ თავის მოსაზრებას გამოთქვამს, არამედ ის, რომ დარწმუნებულია, რასაც ამბობს, სწორედ ახლა უნდა თქვას, სანამ თემა “ცხელია”. ამ ვითარებაში მისი დუმილი ოქროზე მეტად დაფასდებოდა, მაგრამ არა, გულმა ვერ მოუთმინა.
რით ვერ გაიგეთ, რომ რაც უნდა აკეთოთ, სულაც რომანოზ ტკბილმოუბარი რომ იყოთ, ხალხს ასე არ უნდა ელაპარაკოთ?! გაოცებული ვარ, ნუთუ ვერ ხვდება, რომ ამ გამოსვლის შემდეგ უფრო მეტ ლანძღვა-გინებას მიიღებს საპასუხოდ?!”– წერს ბონდო მძინარაშვილი.