სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის განცხადებით, რისკის ქვეშ არის მისი და მალხაზ მაჩალიკაშვილის სიცოცხლე.
„რისკის ქვეშ არის ჩემი და ვახას სიცოცხლეც, მას რომ რამე დაუშავდეს, პირველ რიგში, ვინ იქნება ეჭვმიტანილი?! გოგაშვილი და სახელმწიფო. ან, პირიქით, მე რომ რამე დამიშავდეს და ვახამ არ გააკეთოს ეს, ვახა იქნება ეჭვმიტანილი და ეს გამოიწვევს ძალიან მძიმე მდგომარეობას და დაძაბულობას საქართველოში. ამიტომ, მოვუწოდებ ძალოვნებს, რომ ამას ძალიან დიდი ყურადღება მიაქციონ და მაქსიმალური ყუდღებით იყვნენ ჩემი და იმ ადამიანის მიმართ. “ – განაცხადა გოგაშვილმა.
აღნიშნულ განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა მალხაზ მაჩალიკაშვილი:
"მე მომიწევს ახლა შენი დაცვა, ვინმემ რომ ტყვია შუბლში არ დაგაჭედოს. არც მე გადავაბიჯებ კანონს და სამართალს იმიტომ, რომ ცოცხალი და უვნებელი მჭირდები, რომ გახსნა ის ბინძური ჯაჭვი, რაც თქვენს კისერზე დევს. ძნელად წარმოსადგენი ცოდო შენ უნდა იცოცხლო, გახსნა ის კარტები, რომელი კარტებიც ამ ხელისუფლებას ყველაფერს თავზე დაამხობს და ჩემს სიცოცხლეზე არ ინერვიულო - მე ისედაც მკვდარი ვარ".- დაწერა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.