როგორ გადარჩა მე-8 სართულიდან გადამხტარი 4 წლის ბიჭი –

როგორ გადარჩა მე-8 სართულიდან გადამხტარი 4 წლის ბიჭი – "ხეივანს დაეცა, მოტეხილობაც კი არ ჰქონდა"

4 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც მე-8 სართულიდან გადავარდა, სტაბილურია. ეს ინფორმაცია იაშვილის სახელობის კლინიკის ბავშთა ქირურგმა ლევან ხარაშვილმა დაადასტურა.

ექიმის ინფორმაციით, ბავშვს ჰქონდა ფილტვის, ღვიძლის დაჟეჟილობა და აღენიშნებოდა ტვინის შერყევაც.

"როგორც მშობლები ჰყვებიან, ბავშვი მერვე სართულიდან, სავარაუდოდ, ფანჯრიდან გადავარდა. ოჯახის წევრები სახლში იყვნენ, უბრალოდ, იმ მომენტში, ოთახში არ იმყოფებოდნენ, სადაც ბავშვი იყო. პირველ სართულზე ყურძნის ხეივანი ყოფილა და იმას დაეცა თურმე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაღალი ენერგიის ტრავმა იყო, მადლობა ღმერთს, სიცოცხლესთან შეუთავსებელი არ აღმოჩნდა. კლინიკაში შემოსვლისას საკმაოდ მძიმე იყო ბავშვის მდგომარეობა, რადგან ჰქონდა პოლიტრავმა, ფილტვის, ღვიძლის დაჟეჟილობა, აღენიშნებოდა ტვინის შერყევაც, მოტეხილობები, საბედნიეროდ, არ ჰქონდა.

ექიმების ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად მოხერხდა ბავშვის ოპერაციის გარეშე გამოჯანმრთელება. გავიმეორეთ ანალიზები და კვლევები და პაციენტი დღეს გავწერეთ სახლში", – განაცხადა "მშობლები.ჯი"-სთან ლევან ხარაიშვილმა.