"საკუთარი ბინა არ მაქვს, 11 ოპერაცია გადავიტანე, კლინიკური სიკვდილის ჩათვლით"

დღეს ნიკოლოზ რაჭველი იუბილარია. იგი 40 წლის გახდა და ემოციურ მიმართვას აქვეყნებს.

„ჩემი ცხოვრების 39 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გადამხდა თავს, სიხარულიც და ტკივილიც, ბედნიერებაც და სევდაც, წარმატებაც და შეცდომებიც...

მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი: ყველა, სულ ყველა, ვისაც ვიცნობ და ვისაც არ ვიცნობ, მაგრამ ერთხელ მაინც დაუკრავთ ტაში ჩემთვის და ჩემი ორკესტრისათვის ძალიან მიყვარს, ძალიან ძვირფასები არიან ჩემთვის!!!

40 წლის გავხდი. უცებ გაირბინა ცხოვრების ნახევარმა, იმ ნაწილმა, რომელთან გამოთხოვებაც რაღა დაგიმალოდ და ძალიან მიჭირს. არასდროს ვუფრთხილდებოდი ჯანმრთელობას და ამიტომ 11 ოპერაცია მაქვს გამოვლილი, საკმაოდ რთული, კლინიკური სიკვდილის ჩათვლით, არასდროს ვუფრთხილდებოდი საკუთარ სახსრებს და ამიტომ დღემდე არ გამაჩნია არც საკუთარი საცხოვრებელი ბინა და ჩემი ერთადერთი რაჭის სახლიც თითქმის ინგრევა. არასდროს ვუფრთხილდებოდი საკუთარ პოზიციას და ამიტომ არც ერთი მთავრობისგან არ მიმიღია ორკესტრისათვის გარემონტებული დარბაზი და განსაკუთრებული პირობები, არასდროს ვუფრთხილდებოდი საკუთარ კარიერას და ამიტომ ბევრჯერ მითქვამს უარი მნიშვნელოვან შემოთავაზებებზე, რაც ჩემი ორკესტრისათვის ყურადღებას მოკლების სანაცვლოდ იქნებოდა...

და როდესაც აღარ ვიქნები ერთადერთი რაც მაიმედებს არის ჩემი მუსიკა, რომელიც მინდა ისეთი შევქმნა, რომ მერეც ჟღერდეს. ეს საკუთარითავისთვის მიცემული ყველაზე რთული დავალებაა და უკანასკნელ ღამეს სახლში დედაჩემის ცხედართან მარტოდ დარჩენილი მის სულს ეს შევეხვეწე...

თქვენ კი ყველას გისურვებთ მშვიდობას და განუზომელ სიკეთეს თქვენში, თქვენით და თქვენთვის!"- წერს ნიკოლოზ რაჭველი.

სოციალისტი ვაა..., რა მოუვიდა?! რაღაც თითქოს გაღმა გასვლას აპირებს...
5 წლის უკან