წუხელ, გვიან ღამით, ნატანებში საზოგადოებრივი ცენტრი დაარბიეს. ჩატეხილია შესასვლელი კარის შუშა. უცნობებმა შენობაში არსებული „ლიბერთი ბანკის“ ბანკომატი ააფეთქეს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, მოახერხეს თუ არა მათ თანხის წაღება.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 2 თვის განმავლობაში საზოგადოებრივ ცენტრზე თავდასხმის უკვე მეორე შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ამ დრომდე გამოძიებული ერთი თავდასხმაც არ არის.
ამ წუთებში ადგილზე იმყოფებიან გამომძიებლები და "ლიბერთი ბაკის" წარმომადგენლები.