პოპულარულ მომღერალსა და ჯგუფ "ვიაგრას" ყოფილ წევრს ვერა ბრეჟნევას ძალიან ცუდი რეაქცია ჰქონდა იმ ჭორზე, რომლის მიხედვითაც თითქოს ის და მისი მეუღლე კონსტანტინე მელაძე ერთმანეთს დაშორდნენ.
ამ საკითხთან დაკავშირებით მომღერალმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც თავისი უკმაყოფილება არ დამალა:
"დღეს ჩემმა მეგობრებმა რამდენიმე სტატია წამაკითხეს, სადაც წერია, რომ მე ჩემს მეუღლეს ინსტაგრამით დაბადების დღე არ მივულოცე. ხალხნო, თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ მამაკაცს, რომელთან ერთადაც ვცხოვრობ, სოციალური ქსელით უნდა მივულოცო დაბადების დღე? მართლა გგონიათ, რომ თუ ერთად ვართ და ბედნიერები ვართ, აუცილებლად აქ უნდა განვათავსოთ ამის ამსახველი ფოტოები? ან იქნებ ფიქრობთ, რომ რასაც ინსტაგრამზე ხედავთ, სულ ესაა ჩვენი ცხოვრება? მე მთელი დღე ინტერნეტის გარეშე გავატარე, მასთან ერთად და ძალიან ბედნიერი ვიყავი" - დაწერა ვერამ.