„აიაქსის“ კაპიტანი „ბარსელონასთან“ კონტრაქტს გააფორმებს

„აიაქსის“ კაპიტანი „ბარსელონასთან“ კონტრაქტს გააფორმებს

კატალონიის „ბარსელონა“ „აიაქსის“ ფეხბურთელს მატეის დე ლიხტს იყიდის. ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი Goal-ი ავრცელებს.

მხარეებმა კონტრაქტის პირობები უკვე შეათანხმეს. „ბარსელონა“ იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში 19 წლის კლუბის კაპიტნის შესახებ ინფორმაციას გამოაცხადებს.

დე ლიხტი „აიაქსის“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ახლანდელ ჩემპიონთა ლიგაზე ჰოლანდიური კლუბი ტურნირის ნახევარფინალამდე მივიდა.