Times: „ისლამური სახელმწიფო“ სავარაუდოდ ინდოეთში დამკვიდრდა

Times: „ისლამური სახელმწიფო“ სავარაუდოდ ინდოეთში დამკვიდრდა

ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ ინდოეთში დამკვიდრებას ცდილობს. ამის შესახებ წყაროზე დაყრდნობით გამოცემა The Times-ი წერს.

გამოცემის ცნობით, ISIS-მ თავისი ე.წ. ბაზა ქაშმირში ააშენა. წყაროს ინფორმაციით, ტერორისტებისა და ინდოელი სამხედროების შეტაკებისას, ტერორისტებმა სამხედროები მოკლეს და ტერიტორიას „ვილაიეთ ინდია“ დაარქვეს.

ინდოეთის სამართალდამცველი ორგანო აცხადებს, რომ ეს ყველაფერი პროპაგანდის ნაწილია და „ისლამურ სახელმწიფოს“ კვლავ აღდგენის საშუალება არ აქვს.

თებერვალში ჯამუსა და ქაშმირში სამხედროების კოლონაზე თავდასხმა მოხდა. თვითმკვლელმა ტერორისტებმა თავი აიფეთქეს, რასაც 45 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ჯაიშ ე მუჰამედმა“ აიღო. ამის შემდეგ ინდოეთსა და პაკისტანს შორის ურთიერთობები დაიძაბა.