ჩიორა თაქთაქიშვილის ბიძაშვილმა ნაციონალების დამკვირვებლები უპრემიოდ დატოვა(VIDEO)

ჩიორა თაქთაქიშვილის ბიძაშვილმა ნაციონალების დამკვირვებლები უპრემიოდ დატოვა(VIDEO)

არჩევნებში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილე ყაზტრანსგაზის თანამშრომლები კუთვნილ პრემიებს ითხოვენ. კომპანიის თანამშრომლები ყვებიან, რომ წინასაარჩევნოდ ნაციონალებისთვის გაწეული სამსახურისთვის კომაპანია მათ პრემიებს გადასცემდა, თუმცა არჩევნების შემდეგ ყაზტრანსგაზის დროებითმა მმათველმა ანა თაქთაქიშვილმა, რომელიც მათი ინფორმაციით ნაციონალური მოძრაობის პრესსპიკერის, ჩიორა თაქთაქიშვილის ბიძაშვილია, პრემიების გაცემაზე უარი განაცხადა. ყაზტრანსგაზ თბილისის კომპანიაში ამბობენ, მსგავსი დაპირება მათ თანამშრომლებითვის არ მიუციათ.