უკრაინა ევროკავშირს მინსკის შეთანხმების დატოვებით დაემუქრა

უკრაინა ევროკავშირს მინსკის შეთანხმების დატოვებით დაემუქრა

იმ შემთხვევაში თუ რუსეთი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ხმის უფლებას დაიბრუნებს ოფიციალური კიევი მინსკის შეთანხმებაზე უარს იტყვის. განცხადება უკრაინის პირველმა დიპლომატმა გააკეთა. ამის შესახებ „ევროპეისკაია პრავდა“ წერს.

პაველ კლიმკინმა ბრიუსელში ვიზიტისას განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილების აღსრულების შემთხვევაში კიევი იმ დღესვე იტყვის, რომ „მინსკის შეთანხმება“ აღარ არსებობს. მისი თქმით, რუსეთის ევროსაბჭოში დაბრუნება რამდენიმე ქვეყანას სურს.

გამოცემის ინფორმაციით, ევროსაბჭოში რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მოხსნის ლობისტი გერმანიაა. მას მხარდაჭერას უცხადებენ საფრანგეთის და სხვა რამდენიმე ქვეყანა.

რუსეთმა ევროსაბჭოში საწევრო გადასახადის შეტანა თითქმის ორი წელია შეწყვიტა. მიზეზი 2014 წლის ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთის დელეგაციისთვის სანქციების დაწესება გახდა.

2015 წელს გაფორმებული „მინსკის შეთანხმების“ მიზანი დონბასში სიტუაციის დეესაკალაციაა. ნორმანდიული ოთხეულის წევრები გერმანია, საფრანგეთი, რუსეთი და უკრაინაა.