განმეორებითი არჩევნები საქართველოს სამ ქალაქში - ხაშურის, გორისა და სიღნაღის საარჩევნო ოლქებში კენჭისყრა ხვალ გაიმართება. საარჩევნო უბნებში მიღებული შედეგები განსაზღვრავს, რომელი პარტიის მაჟორატარები დაიცავენ ამ რაიონების ინტერესებს პარლამენტში. არჩევნებამდე ერთი დღით ადრე კანდიდატურა მოხსნა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ხაშურში. სერგო ქიტიაშვილი ზეწოლაზე საუბრობს. ის ირწმუნება, რომ მისი ოპონენტი „ქართული ოცნებიდან" პირადად მას, მის ჯგუფს, ასევე საოლქო და საუბნო კომისიის წევრებს ავიწროვებს. დღესვე ცნობილი ხდება, რომ ქიტიაშვილმა დააგვიანა - ხვალინდელ კენჭისყრაში მისი კანდიდატურა კვლავ დარჩება.