ვანის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბეჟან ხურციძემ ჟურნალისტებთან ვანში მიმიდნარე პროცესებზე და არჩევნების შედეგებზე ისაუბრა. მან განსაკუთრებული ყურადღება არჩევნების მიმდინარეობისას არსებულ დარღვევებზე გაამახვილა. ბეჟან ხურციძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ბრალი ფინანსურ მაქინაციებში დასდო. მან საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებსა და კონტროლის პალატას საკრებულოს თავმჯდომარისა და ნაციონალური მოძრაობიდან მაჟორიტარი დეპუტატის პაატა ლეჟავას საქმიანობის გამოძიებაც მოსთხოვა.