მედიაკავშირმა "ობიექტივმა" ტელეარხი 25-ის სატელიტური მაუწყებლობის თანხა შესაძლოა აღარ გადაიხადოს. ამის შესახებ კავშირის დამფუძნებლებმა და ჟურნალისტებმა ბათუმელებთან შეხვედრისას განაცხადეს. როგორც დავით თარხან მოურავი ამბობს, ისინი არ აპირებენ იმ მაუწყებლობის თანხა გადაიხადონ, რომლის მფლობელიც ნაციონალური მოძრაობაა. ჟურნალისტი ირმა ინაშილი ამბობს, რომ იგი სატელიტის გადასახადს იხდიდა, რათა საზოგადოებისთვის „ობიექტივის" გადაცემები ხელმისაწვდომი ყოფილიყო. მედიაკავშირი "ობიექტივის" გადაცემებს "ტელეარხი 25"-ის ეთერში დღეში 7 საათი ეთმობა. კავშირი არხის მაუწყებლობის თანხას 7 თვეა იხდის.