ნოდარ ებანოიძე ხარაგაულის გამგებელს საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს(VIDEO)

ნოდარ ებანოიძე ხარაგაულის გამგებელს საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს(VIDEO)

ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატი ნოდარ ებანოიძე ხარაგაულის გამგებელს საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. ცნობილია, რომ იანვარში ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა გამგებლისთვის მიცუბიში პაჯეროს მარკის ავტომობილი 35 ათას ლარად შეიძინა. რამდენიმე თვის წინ, როცა გამგებელი ავარიაში მოჰყვა, ავტომობილის შესაკეთებელი ხარჯი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. საუბარია დაახლოებით 15 ათას ლარზე. ხარაგაულის მაჟორიტარობის კანდიდატის ნოდარ ებანოიძის თქმით, არ შექმნილა კომისია, რომელიც ავარიის გამომწვევ მიზეზებს გამოიკვლევდა.