თამთა გოდუაძე „ევროვიზიის“ კონკურსში კვიპროსის სახელით მონაწილეობს. თამთა wiwiblog-ის წამყვანის შეკითხვებს უპასუხა, სადაც „ევროვიზიისთვის“ შექმნილ შოუზე ისაუბრა. მას ინტერვიუში არც საქართველოს და იმ პერიოდის გახსენება დავიწყებია, როდესაც კარიერას იწყებდა.
თამთამ მუსიკალურ ბლოგერთან გულწრფელად ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ ეხმარებოდა დედა შვილის გაზრდაში მაშინ, როცა თავად კარიერისთვის უნდა მიეხედა. თამთამ დედის შესახებ ბევრი ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის დამლაგებლად და ძიძად მუშაობდა საბერძნეთში, რომ თამთა და მისი ქალიშვილი ფინანსურად უზრუნველეყო.
თამთა გოდუაძე: ყველაფერს აკეთებდა, რომ შვილისთვის მხარი დაეჭირა. ბევრი ქალი წავიდა სამუშაოდ სხვა ქვეყნებში, რომ საკუთარი ოჯახები უზრუნველეყოთ. არა მხოლოდ მე და დედაჩემი, სხვა ბევრი ქალიც ასე ცხოვრობდა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან. მეც ვეხმარებოდი დედას, მაგრამ ეს არ უნდოდა, რადგან ჩემი ოცნებების ასრულება სურდა. მე კი მსურდა მისი დახმარება, ამიტომ ბევრჯერ დავხმარებივარ.
თამთა გოდუაძის დედა დარეჯან ბუცხრიკიძეა, რომელიც ემიგრაციაში წლების წინ წავიდა და მძიმე პირობებში უწევდა მუშაობა.