ჟურნალისტი ხატია სიჭინავა გათხოვების შემდეგ, ნამდვილ ოჯახის ქალად გადაიქცა და მთელ დროს მხოლოდ მათ უთმობს.
ხატიას პირადი ბიზნესიც აქვს, თუმცა მისთვის წინა პლანზე ქმარ-შვილი და ოჯახის დანარჩენი წევრებია.
რამდენიმე წლის წინ, სანამ სიჭინავას დედამთილი "ფეისბუქის" სწორად გამოყენებას ისწავლიდა, გაირკვა რომ ჟურნალისტს დედამთილთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა.
ამ ამბავს დიდი ხნის მანძილზე განიხილავდა, სრულიად ინტერნეტ-სივრცე და აღარც ხატიას დაუმალავს წყენა, თუმცა რამაზ ნოზაძის დედას შეურიგდა და ახლა გადასარევი ურთიერთობა აქვთ. უფრო მეტიც, რძალ-დედამთილი სერიალებსაც ერთად უყურებს.
ხატიამ გუშინ ინსტაგრამზე დედამთილთან და მულთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, საიდანაც გაირკვა რომ ჟურნალისტის დედამთილმა ხელი მოიტეხა.
"მაშველი რაზმი, ნერვიულობისგან ისტერიული სიცილი აგვიტყდა მე და ჩემს მულს @olga_nozadze დედამ ხელი მოიტეხა, მაგრამ რაც მთავარია გადავრჩით. უკვე მშვიდობით ვართ" - წერს ხატია.