ნაგვის გაიაფებული ტარიფი(VIDEO)

ნაგვის გაიაფებული ტარიფი(VIDEO)

მომავალ კვირას თბილისში დასუფთავების ახალი ტარიფი ამოქმედდება. თბილისის მერია სპეციალურ კომისიასთან ერთად მომსახურების განაკვეთის დადგენის სამ ალტერნატივაზე მუშაობს. სეზონური ტარიფისა და სულადობრივი გადასახადის პარალელურად მუნიციპალიტეტი პრიორიტეტს ფიქსირებული მოსაკრებლის ვარიანტს ანიჭებს, რომლის მიხედვით, თბილისის 404 ათას ოჯახს ნარჩენების გატანისთვის თვეში შვიდი ლარის გადახდა მოუწევს.