მესიმ თანაგუნდელები გააღიზიანა

მესიმ თანაგუნდელები გააღიზიანა

საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ფეხბურთელების ნაწილი გუნდში შექმნილ ვითარებას აპროტესტებენ, წერს გამოცემა - Marca.

გუნდს წევრებს „ბარსელონას“ ფორვარდის ლიონელ მესის პრივილეგირებული მდგომარეობა აღიზიანებთ. მესი მეგობრობს გუნდის მწვრთნელთან, რაც ფეხბურთელებს არ მოსწონთ.

გამოცემის ინფორმაციით, ანალოგიურ მდგომარეობაშია თავდამსხმელი ლუის სუარესი და მცველი ჟერარ პიკე. ასეთი დამოკიდებულების გამო, გუნდის მწვრთნელის მიმართ სხვა ფეხბურთელებმა პატივისცემა დაკარგეს.

2019 წლის 9 მაისს გამოცემა ESPN -მა დაწერა, რომ „ბარსელონას“ მფლობელები ვალვერდეს გუნდიდან გაშვებას გეგმავდნენ.

ვალვერდე „ბარსელონას“ 2017 წლიდან წვრთნის. მისი მეთაურობით, კატალონიელებმა ორჯერ მოიგეს ესპანეთის ჩემპიონატი.

მესი კატალონიურ კლუბში 2004 წლიდან თამაშობს.