ილონ მასკი სასამართლოს წინაშე წარდგება

ილონ მასკი სასამართლოს წინაშე წარდგება

ამერიკელი ბიზნესმენი ილონ მასკი სასამართლოს წინაშე წარდგება. მას უჩივის ბრიტანელი მყვინთავი, რომელსაც მასკმა „პედოფილი“ უწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC  ავრცელებს.

მყვინთავი ვერნონ ანსვორტი 75 ათასი დოლარის ოდენობის კომპენსაციას ითხოვს. სასამართლო მოსმენა 2019 წლის 22 ოქტომბერსაა დანიშნული.

ტაილანდის გამოქვაბული 23 ივნისის შემდეგ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში იყო. 11-დან 16 წლამდე ფეხბურთელები და მათი 25 წლის მწვრთნელი მღვიმეში შევიდნენ, თუმცა იქ ყოფნის დროს ძლიერი წვიმა მოვიდა, წყლის დონემ აიწია და გასასვლელი ჩაკეტა, რის გამოც ბავშვები გამოქვაბულის სიღრმეში აღმოჩდნენ.

2 ივნისს ისინი აშშ-ისა და ბრიტანეთის მაშველთა დახმარებით ცოცხლები იპოვეს.

ილონ მასკმა ბავშვებისა და მწვრთნელის გამოსაყვანად მათ სუბმარინი (წყალქვეშა ნავი) შესთავაზა, თუმცა სამაშველო კოორდინირებულმა ცენტრმა მის გამოყენებაზე უარი თქვა. 10 ივლისს, გამოქვაბულში ჩარჩენილი 12 მოზარდისა და მათი მწვრთნელის სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა.

14 ივლისს ბრიტანელმა მყვინთავმა ილონ მასკს ტაილანდის მღვიმისთვის შექმნილი სუბმარინის გამო დასცინა. ამის პასუხად კი მასკმა Twitter-ზე დაწერილ პოსტში მას „პედოფილი“ უწოდა.