ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშოზე მეორედ გაიმარჯვა

ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშოზე მეორედ გაიმარჯვა

ნაცუ ბაშოს მეორე საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა დაიეიშოს დაუპირისპირდა. ლევან გორგაძემ დღეს მეორე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

ლევან გორგაძეს დაიეიშოსთან დადებითი ბალანსი, 5 მოგება და 1 წაგება ჰქონდა.

ნაცუ ბაშოზე პირველი დღე ტოჩინოშინმა მოგებით დაასრულა. ორთაბრძოლაში ლევან გორგაძემ მე-3 მაეგაშირა ჩიოტარიუ დაამარცხა.