დიახ, სიკეთე დაგიბრუნდება - ეს ნამდვილად სიმართლეა! ეს გამოკვლევა ოქსფორდის მეცნიერებმა, პორტალ - Kindness.org-თან (მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კეთილი და არამომგებიანი ორგანიზაცია) თანამშრომლობით ჩაატარა.
მკვლევარებმა 691 ადამიანი შეარჩიეს კომპანიიდან და დავალება მისცეს. მათ პატარ-პატარა კეთილი საქმეები უნდა ეკეთებინათ 7 დღის მანძილზე.
შედეგმა აჩვენა, რომ ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ ბედნიერების შეგრძნების კოეფიციენტი საგრძნობლად გაიზარდა.
გთავაზობთ 15 კეთილ საქმეს, რითიც შეგიძლიათ დაიწყოთ...
აჩუქეთ ვინმეს წიგნი და თბილი სიტყვები დაუწერეთ.
დაინტერესდით, შეგიძლიათ თუ არა დაეხმაროთ ვინმეს პრობლემის მოგვარებაში.
სიკეთის მოყვარული მედიტაციით დაკავდით.
დაპატიჟეთ ვინმე ყავაზე.
მეგობარს ხელით ნაწერი წერილი გაუგზავნეთ, სადაც მხოლოდ დადებით და ემოციურ ტექსტს დაწერთ.
დაეხმარეთ ქუჩაში მოხუცს, რომელიც მოწყალებას ითხოვს.
აჩუქეთ ახლობელს ოთახის მცენარე.
გაატარეთ დრო მასთან, ვინც თავს მარტოსულად გრძნობს.
შესთავაზეთ ვინმეს, თქვენთან ერთად უყუროს ფილმს.
გამოაცხვეთ ნამცხვარი და ვინმეს გაუმასპინძლდით.
არასაჭირო ტანსაცმელი გაჭირვებულებისთვის გაეცით.
ვინმეს ბლოგზე ან სტატიაზე დადებითი კომენტარი დაუტოვეთ.