რას აქცევენ კაცები ყურადღებას იმ ქალებში, რომლებიც მოსწონთ? - შეყვარებული მამაკაცი 9 საიდუმლოს გვიმხელს

რას აქცევენ კაცები ყურადღებას იმ ქალებში, რომლებიც მოსწონთ? - შეყვარებული მამაკაცი 9 საიდუმლოს გვიმხელს

არავის გაგაკვირვებთ, თუ ვიტყვი, რომ როცა კაცს მოსწონს ქალი, გამუდმებით აკვირდება მას, მაგრამ რას ეძებს მასში, რა ხიბლავს ან აღიზიანებს? - ეს უკვე სხვა საქმეა და როგორც ჩანს, მართლაც არის კონკრეტული რაღაცები, რაც უნდა გააკეთოთ, როცა ამჩნევთ, რომ მამაკაცი გაკვირდებათ. ეს "საიდუმლოებები" შეყვარებულმა მამაკაცმა გაგვიზიარა.

ღიმილი

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ კაცებს ყველაზე მეტად მხიარული ქალები იზიდავთ.

ინტერესები

აჩვენე, რომ გაინტერესებს მისი საქმიანობა. დაუსვი კითხვები, იპოვე მსგავსება თქვენ შორის.

შესთავაზე დახმარება

შეიძლება ეს უმნიშვნელო იყოს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში სასიამოვნოა.

გამოხატე მადლიერება

გულწრფელად დააფასე მისი მცირედი შრომაც კი.

მიეცი საშუალება, გაგრძნობინოს თავი ძლიერად

იყავი პირდაპირი, დაივიწყე ის ტენდენცია, რომლის მიხედვითაც კაცი უნდა იყოს ყოველთვის აქტიური.

იყავი თანმიმდევრული

მამაკაცთან ურთიერთობის დროს გჭირდება კონკრეტული გზის არჩევა. მაგალითად, გუშინ თუ მხიარული, ლაღი და გულწრფელი იყავი, მეორე დღეს არ უნდა მოაჩვენო თავი მისტიკურ, ამოუცნობ ობიექტად ( ეს ბევრს სჩვევია). ეს მას დააბნევს. რას უნდა ელოდოს ხვალ? იქმნება გაუგებრობები და ვის სჭირდება ეს?

არ ემეგობრო!

მამაკაცთან დაახლოების მიზნით ქალების ნაწილი ცდილობს, გაერკვეს მათ პრობლემებში და მისცეს რჩევები, თუმცა ეს შეცდომაა. პირველ ეტაპზე არაა საჭირო იყო მეგობარი, საკმარისია, საკუთარი თავის საინტერესო ქალად წარმოჩენა შეძლო.

გამოიყენე თვალები

მომნუსხველ მზერას ბევრი რამ შეუძლია.