ვერძი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები იმპულსურები და ზოგჯერ უპასუხისმგებლოები არიან. მათ არ ეშინიათ რისკის გაწევის და არასოდეს ფიქრობენ მოსალოდნელ შედეგებზე. თუ საქმე არ გამოუვათ, არც ამაზე იდარდებენ. სწორედ ამიტომ, ისინი ყველაზე უდარდელი ადამიანები არიან, რომლებიც პოზიტიურ განწყობას ყველაზე რთულ მომენტშიც ინარჩუნებენ.
ტყუპები - მოწყენა, დარდი, მწუხარება, ეს ტყუპების საქმე არ არის. ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები ბედნიერი და უდარდელი ცხოვრებისთვის არიან დაბადებულები. ცდილობენ ცუდ ამბებზე ბევრი არ იფიქრონ, ყველაფერს რაღაც დადებითი მოუძებნონ და პოზიტივი შეინარჩუნონ.
მშვილდოსანი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები მოცემული მომენტით ცხოვრობენ. მათ იციან, რომ სიცოცხლე ხანმოკლეა, ამიტომ სურთ დატკბნენ ყოველი წამით. ისინი ცდილობენ თავი აარიდონ ყოველგვარ დარდს.
ლომი - რადგანაც ლომი ლიდერი და ავტორიტეტულია, მიიჩნევენ, რომ ბევრს ფიქრობს და დარდობს, მაგრამ ასე არ არის. ლომი ყოველთვის გართობისკენაა მომართული და სწრაფად ივიწყებს ყოველგვარ ნეგატივს. ამიტომაც, ისინი ყველაზე უდარდელი ადამიანების რეიტინგში მეოთხე ადგილს იკავებენ.
მერწყული - მერწყული ხშირად გარშემომყოფებს თავს აჩვენებს თითქოს ბევრს დარდობს, მაგრამ ასე არ არის. სინამდვილეში ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები ყველაზე უდარდელები არიან. მათ შეუძლიათ ყველაზე რთულ მომენტშიც კი გართობაზე იფიქრონ.