საფრანგეთის საფეხბურთო კლუბმა პარი სენ-ჟერმენმა განაცხადა, რომ სამ მატჩში ნეიმარის დისკვალიფიკაციას გაასაჩივრებს,- წერს CNN-ი.
ბრაზილიელი ფორვარდის ნეიმარის დისკვალიფიკაციის მიზეზი სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო გახდა, სადაც ფეხბურთელმა გულშემატკივარს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ (FFF) სანქციების შესახებ დღეს განაცხადა. თუმცა საფეხბურთო კლუბი ამ გადაწყვეტილებას ზედმეტად მკაცრად მიიჩნევს.
ამ ინციდენტამდე 2019 წლის აპრილში ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირმა (უეფა) ფრანგული „პსჟ“-ს ბრაზილიელი თავდამსხმელი ნეიმარი 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ინფორმაცია უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ დამარცხების შემდეგ ნეიმარმა შეხვედრის მსაჯობას სამარცხვინო უწოდა. ამის შესახებ ფეხბურთელმა Iნსტაგრამ-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
ნეიმარი პსჟ-ში 2017 წლის აგვისტოში გადავიდა.
მესიმ ბრაზილიელი ნეიმარი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების ხუთეულში დაასახელა.