FIFA-მ პოგბას და იბრაჰიმოვიჩის აგენტს საქმიანობა აუკრძალა

FIFA-მ პოგბას და იბრაჰიმოვიჩის აგენტს საქმიანობა აუკრძალა

FIFA-ს დისციპლინურმა კომიტეტმა ფეხბურთელების პოგბას და იბრაჰიმოვიჩის იტალიური წარმოშობის ჰოლანდიელ აგენტს, მინო რაიოლს სანქცია დაუწესა.

მანამდე, 8 მაისს, აკრძალვა იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ დააწესა, რომელსაც მხარი დაუჭირა ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ. 

აგენტმა თქვა, რომ იტალიელებისგან განმარტება არ მოუსმენია და სასჯელი ცრუ ბრალდებებს ეფუძნება. თუმცა აგენტი ვარაუდობს, რომ გადაწყვეტილება შესაძლოა, მის მიერ იტალიური ფეხბურთის დღევანდელ მდგომარებაზე გამოთქმულ კრიტიკას უკავშირდებოდეს.

აგენტისთვის საქმიანობის აკრძალვა 9 აგვისტომდე, პრემიერლიგაში სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გაგრძელდება.

რაიოლი რამდენიმე ცნობილი ევროპელი ფეხბურთელის ინტერესებს იცავს. მაგალითად, ის არის ფრანგი ნახევარმცველის პოლ პოგბას და შვედი თავდამსხმელის ზლატან იბრაჰიმოვიჩის აგენტი.