ვინ არის მამაკაცი, რომელთან ერთადაც ტინა კუნაკი თამამად პოზირებს?

ვინ არის მამაკაცი, რომელთან ერთადაც ტინა კუნაკი თამამად პოზირებს?

22 წლის ფრანგი მოდელი - ტინა კუნაკი, მშობიარობის შემდეგ, ნელ-ნელა უბრუნდება ჩვეულ საქმიანობას. ახალგაზრდა დედიკომ სოციალურ ქსელში უახლესი კადრები გააზიარა, საიდანაც აშკარაა, რომ ის ახალ ფოტოსესიაზე მუშაობს.

ტინამ გადაღების პარალელურად მზის აბაზანებიც მიიღო, სწორედ ამ დროს გადაიღო მან ვიდეო, რომელშიც უცხო მამაკაცი ჩანს.

როგორც აღმოჩნდა, მოდელის ობიექტივში ამჯერად თავად ფოტოგრაფი აღმოჩნდა, რომელიც ვიკტორ სანტიაგო გახლავთ.

აღსანიშნავია, რომ სწორედ სანტიაგო იყო ტინა კუნაკის ორსულობის დროს გადაღებული საკმაოდ თამამი კადრების ავტორიც.