კახა კალაძის და ანუკა არეშიძის წყვილი ოთხ შვილს ზრდის. პატარა ბიჭების აღზრდაში ძირითადად ანუკი არის ჩართული, რადგან კახა კალაძე გაცილებით დატვირთული რეჟიმით მუშაობს.
წყვილს მეოთხე შვილი ნიკოლა კალაძე 4 სექტემბერს შეეძინა, თუმცა მის სახეს დღემდე საგულდაგულოდ მალავენ.
ხალხს კი აინტერესებს ვის ჰგავს პატარა ნიკოლა. რასაც ანუკის ბოლო ფოტოზე არსებული გამოხმაურებებიც მეტყველებს.
"გვაღირსეთ ბავშვის ფოტო" - წერენ ანუკის კომენტარებში.
"მამამისის ასლია, ქორწილამდე არ გამოვაჩენ " - პასუხობს ანუკი თაყვანისმცემლებს.