უმაღლესი თანამდებობის პირებს თანამდებობიდან გათავისუფლების ან უფლებამოსილების ვადის გასვლიდან ერთი წლის განმავლობაში , შესაძლოა დიპლომატიური პასპორტით სარგებლობის უფლება შეუნარჩუნდეთ. გადაწყვეტილება ამის შესახებ პრეზიდენტმა მიიღო. ეს პირები არიან: პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, პარლამენტის წევრები, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და მდივნის მოადგილეები, მინისტრები და სახელმწიფო მინისტრები, გენერალური პროკურორი, კონტროლის პალატის თავმჯდომარე, სახალხო დამცველი, უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და მისი მოადგილეები, პრეზიდენტის მრჩევლები, თანაშემწეები, პრეზიდენტის სამდივნოს უფროსი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ადმინისტრაციის პროტოკოლის სამსახურის უფროსი და მისი მოადგილეები, ჩამონათვალში ასევე შეტანილია მრავალი სამსახურის პირველი პირი. მათ შორის - გენერალური შტაბის უფროსი, ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის თავმჯდომარეები და უმაღლესი საბჭოების თავმჯდომარეები, გენერალური პროკურორის მოადგილეები, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსი, პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულები, თბილისის მერი, პრემიერი. პრეზიდენტსა და მის მეუღლეს კი დიპლომატიური პასპორტით სარგებლობის უფლება სამუდამოდ უნარჩუნდებათ.