ცხოვრება რთულია და ის ჰოლივუდურ ფილმებში აღწერილს არ ჰგავს. ყოველდღიურად უამრავი სირთულის დაძლევა გვიწევს. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ საუკეთესო მეთოდი პრობლემების დაძლევის არის ის, რომ მათ თვალი გავუსწოროთ, არ დავიმალოთ. სწორედ ასე შევძლებთ მათ მოგვარებას და ბედნიერების პოვნას.
ვნახოთ 10 მწარე სიმართლე, რომელთაც თვალი უნდა გაუსწოროთ, თუ გინდათ, რომ ბედნიერება იპოვოთ.
ბედნიერი ხართ მაშინ, როცა სხვა ადამიანისთვის რაიმეს აკეთებთ - ნამდვილად ბედნიერი ხართ? თუ თვლით, რომ ბედნიერი ხართ, ვინ გაქცევთ ბედნიერად, ან რა განაპირობებს ამას? როცა ბედნიერი ხართ, რა იწვევს ბედნიერებას და ბოლოს როდის გააკეთეთ ისეთი რამ, რაც გაგაბედნიერებდათ? ეს მნიშვნელოვანი კითხვებია, რომელზე პასუხებიც დაგეხმარებათ ბედნიერების პოვნაში.
ყველას და ყველაფერს რაც გვიყვარს ერთ დღეს ვკარგავთ - ეს ყველაზე მწარე სიმართლეა. ერთ დღეს ვკარგავთ ადამიანებს, რომლებიც გვიყვარს, ყველაფერს, რაც ჩვენთვის ღირებულია. ეს ისეთი რამეა, რისი შეცვლაც არ შეგვიძლია. ამიტომ, დატკბით მოცემული მომენტით, იყავით ბედნიერი და ნუ გააფუჭებინებთ განწყობას ტრაგედიებზე ფიქრს. მოიშორეთ ყოველგვარი ნეგატივი.
როგორ კარგადაც უნდა იყოთ, ცუდი რაღაცები აუცილებლად მოხდება, ეს ცხოვრებაა - სამწუხაროა, მაგრამ ასეა. ცხოვრებაში ხდება ცუდი რაღაცებიც. ამისთვის მზად უნდა იყო.
ცხოვრება არ არის სამართლიანი - საუკეთესო ადამიანები ყოველთვის ვერ იღებენ იმას, რასაც იმსახურებენ და ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვსურს. ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ პოზიტიური განწყობა შევინარჩუნოთ და არ ვიწუწუნოთ ცხოვრების უსამართლობაზე.
ჩვენ არ ვართ სრულყოფილები - როგორც უნდა ეცადოთ, სრულყოფილებას ვერ მიაღწევთ. ასეთი რამ უბრალოდ შეუძლებელია. ამიტომ სრულყოფილებაზე ოცნებას, შეიყვარეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც სინამდვილეში ხართ.
ცხოვრებაში ცვლილებები გარდაუვალია მიუხედავად იმისა, გინდათ ეს, თუ არა - სტაბილური არაფერია. შესაძლოა, ფიქრობთ, რომ რაღაც სამუდამოა, მაგრამ რეალურად ასე არ არის. დროდადრო ყველაფერი იცვლება.
დროს უკან ვერ დააბრუნებთ - ის ძალიან სწრაფად გადის და არ გცალიათ დარდისთვის და წუხილისთვის.
ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც დაგეგმეთ - ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე და რა იდეალური გეგმაც უნდა გქონდეთ, შეიძლება მაინც არაფერი გამოვიდეს გეგმის მიხედვით.
ნუ ელოდებით ადამიანებისგან, რომ თქვენ მიმართ კეთილგანწყობილები იქნებიან - ცხოვრებაში ბევრნაირ ადამიანს შეხვდებით. მათ შორის, ძალიან უხეშ ადამიანებსაც და ნუ გაგაკვირვებთ ეს.
მნიშვნელოვანია დრო და არა ფული - ფული აუცილებელია, მაგრამ ფულზე უფრო მნიშვნელოვანი დრო და მისი სწორად ხარჯვაა.