"2 წელი ერთად" - რა საჩუქარი გაუკეთა სპორტსმენმა ქმარმა მაკა ზამბახიძეს

მომღერალი მაკა ზამბახიძე მუდმივად საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. მეორე ქმართან დაშორებას ის დიდი ხნის მანძილზე მალავდა, თუმცა ჩვენს ქალაქში ხო არაფერი იმალება.

არც ვახო ჭუმბურიძესთან დაშორება დარჩენილა საიდუმლოდ და არც ის, როცა მაკამ მოგვიანებით ახალი სიყვარული მიხეილ ჩოხელი იპოვა.

მაკა და მიშა დიდხანს მალავდნენ თავიანთ ურთიერთობას, თუმცა როცა ოჯახის შექმნა გადაწყვიტეს ეს ხმამაღლა განაცხადეს.

წყვილის ურთიერთობა უკვე ორ წელს ითვლის, ამის შესახებ კი ცნობილი მიხეილ ჩოხელის პირადი გვერდიდან გახდა.

მიშამ ფეისბუქზე ფოტო გამოაქვეყნა, სათაურით "ორი წელი", სადაც ხელში ვარდების ულამაზესი თაიგული უჭირავს.

წყვილს ერთად ყოფნის ორი წელი უამრავმა ადამიანმა მიულოცა და პოსტს თავად მაკა ზამბახიძეც გამოეხმაურა.

"ოჰოოოო აქ რა ამბები ყოფილააა. უღრმესი მადლობა ჩემო მეგობრებო. Mikheil Chokheli love you" - დაწერა მაკამ.