ყველის რულეტი

ყველის რულეტი

მომზადების დრო: 35 წუთი

ულუფა: 5

ინგრედიენტები

სომხური ლავაში - 2 ც.

სულგუნი ან ყველი - გემოვნებით

კარაქი (გაყინული) - 50 გრ.

მომზადების წესები

გავხეხოთ ყველი.2 ც ლავაში გავშალოთ მაგიდაზე, მოვაყაროთ გახეხილი ყველი, ყველზე მოვაყაროთ გახეხილი კარაქი.

გადავახვიოთ რულეტისებურად, წავუსვათ ფირფიტას ზეთი, მოვათავსოთ ზედ რულეტი და გამოვაცხოთ აირღუმელში 15-20 წუთი.