მარეგულირებელის გადაწყვეტილება

მარეგულირებელის გადაწყვეტილება

კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ტელეკომპანია საქართველოსა და სამოქალაქო განვითარების ფონდის მოთხოვნა დააკმაყოფილა. მარეგულირებლის გადაწყვეტილებით, ლიცენზია თამარ ჩერგოლეიშვილის კომპანიას გადაეცა. კომისიის სხდომამ ხმაურით ჩაიარა. სამი ხმით ერთის წინააღმდეგ კომისიის წევრმა, აკაკი სიხარულძემ ლიცენზიის გადაცემა გააპროტესტა, რადგან მისი აზრით, ტელეკომპანია საქართველო დარღვევებით ფუნქციონირებდა და საინფორმაციო გამოშვებები არ ჰქონდა. პროტესტი გამოტქვა ტელეკომპანია მეცხრე არხის იურისტმა, სერგი ჯორბენაძემ, რომლის განცხადებითაც, მეცხრე არხი, რომელიც უკვე 6 თვეა ლიცენზიის მაძიებლებისთვის კონკურსის გამოცხადებას ითხოვს, კომისიისგან უარს იღებს.