ბურჯის გაყიდვა (video)

ბურჯის გაყიდვა (video)

კომპანია ბურჯის გაყიდვის ახალი დეტალები. "ბურჯის" შეძენის დეტალებზე შპს "გამას" დირექტორი გიორგი ყავლაშვილი საუბრობს და აცხადებს, რომ პროცესი უშუალოდ მთავარი პროკურორის, მურთაზ ზოდელავას მითითებით განხორციელდა. ბიძინა ივანიშვილის კომპანია "ბურჯის" ყიდვის დეტალებზე ყავლაშვილმა რადიო "ობიექტივის" ეთერში ისაუბრა. მისივე ინფორმაციით, კომპანია "გამას" შპს "ბურჯის" შესაძენად აუქციონის ფარგლებში გათვალისწინებული 8 761 513 ლარი რეალურად არ გადაუხდია. კომპანია "გამამ" სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოთხოვნით დაყადაღებული "ბურჯის" ქონება აუქციონზე აგვისტოში იყიდა. გიორგი ყავლაშვილი ამავე სამსახურის ყოფილი უფროსის, ლევან ბეჟაშვილის მეჯვარეა. გარდა ამისა, ყავლაშვილი "ერთიანი ნაციონალური მძრაობის" ერთ--ერთი მსხვილი შემომწირველია. მან 2012 წლის 1 აგვისტოს პარტიას 50 ათასი ლარი შესწირა.