6 მაისი ამიერიდან ბრიტანეთის სამეფო ოჯახის კალენდარში ყოველთვის განსაკუთრებული იქნება, რადგან ამ დღეს მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის პირველი მემკვიდრე გაჩნდა, რომელსაც მთელი მსოფლიო ასე ელოდა.
მიუხედავად იმისა, რომ წყვილი ჯერჯერობით არ აპირებს საზოგადოებას შვილი გააცნოს და მათ ტრადიციულ ფოტოსესიაზეც უარი თქვეს, რომელიც გუშინვე უნდა ჩატარებულიყო, მღელვარება ოჯახის გარშემო მაინც დიდია.
ერთადერთი, რაც სამეფო ოჯახის გულშემატკივრებმა შეძლეს, იმის გარკვევაა, თუ დაახლოებით როგორი ადამიანი იქნება ბიჭუნა, რომელიც ბოლო რამდენიმე საათია თითოეული ჩვენგანის სალაპარაკო თემად იქცა.
სპეციალისტებმა ზოდიაქოს მიმართეს, როგორც აღმოჩნდა პატარა მემკვიდრე კუროს ნიშნის ქვეშ დაიბადა, რაც ნიშნავს იმას, რომ დიდი შანსია მისი ინტერესების სფეროში მუსიკა, ხელოვნება და გასტრონომია აღმოჩნდება. "მას სიმდიდრისადმი დიდი მიდრეკილება ექნება, მაგრამ ამასთანავე ლოიალური ადამიანი გახდება. სხვებისადმი თავგანწირვა და საზოგადოებასთან კომუნიკაცია - სწორედ ამ დროს იგრძნობს სასექსელი მემკვიდრე თავს ბედნიერად, რაშიც დედის მაგალითიც კმარა" - აღნიშნავს ერთ-ერთი სპეციალისტი.
თუმცა ეს ყველაფერი არ არის, ლიზა სტარდასტი თვლის, რომ ერთ დღეს მემკვიდრე მამის წინააღმდეგაც წავა და მის ადგილს დაიკავებს. "ბავშვმა, პირადი რუკიდან გამომდინარე, დიდი შანსია რომ წესების წინააღმდეგ გაილაშქროს"- აღნიშნა მან.
როგორც ჩანს, ოჯახს კიდევ ერთი მეამბოხე შეემატა, რომელიც მეგანისა და ჰარის გზას ღირსეულად გააგრძელებს.