„ძალიან ვამაყობ ჩემი ცოლით“ - პრინცმა ჰარიმ გულისამაჩუყებელი განცხადება გააკეთა ცოლსა და შვილზე

„ძალიან ვამაყობ ჩემი ცოლით“ - პრინცმა ჰარიმ გულისამაჩუყებელი განცხადება გააკეთა ცოლსა და შვილზე

6 მაისი - სამეფო ოჯახისთვის განსაკუთრებული დღე აღმოჩნდა. ლონდონის აღმოსავლეთით მდებარე კერძო ჰოსპიტალში, 5:26 წუთზე, ქვეყანას მოევლინა სასექსის ჰერცოგის - პრინც ჰარისა და ჰერცოგინია მეგან მარკლის პირველი შვილი. მეგანმა უარი თქვა არსებულ სამეფო ტრადიციაზე, რომლის თანახმად, ბავშვი უნდა აჩვენოს საზოგადოებას, შესაბამისად, ახალშობილის ფოტოებიც პრესას არ მოეპოვება. ჰერცოგინიამ აგრეთვე უარი თქვა კომენტარებსა და ინტერვიუზე, ვინაიდან თვლის, რომ დასვენებასა და ძალების აღდგენას უნდა დაუთმოს დრო.

ბედნიერმა მამამ - ჰარიმ, საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან ინტერვიუში: „ძალიან ბედნიერი ვარ და სიხარულით მინდა გაცნობოთ, რომ დღეს დილით მე და მეგანი ბიჭის მშობლები გავხდით. ჯანმრთელი ვაჟია! დედაც და ბავშვიც კარგად გრძნობენ თავს. ეს ყველაზე გასაოცარი და მაგარი გამოცდილებაა ჩემს ცხოვრებაში.

მე და ჩემი მეუღლე მადლობელნი ვართ თქვენი დიდი მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის. გასაოცარი შეგრძნებაა ამის თქვენთვის გაზიარება! ძალიან დიდი გამოცდილებაა ჩემთვის, პირველად ვესწრებოდი მშობიარობას. ვამაყობ ჩემი ცოლით!“